civil.ge
საქართველოს და ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს თავის ვანუატუელ კოლეგას რალფ რეგენვანუს შეხვდა, რომელიც 14-15 მარტს ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რა დროსაც მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ თბილისი „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ ანიჭებს ვანუატუსთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. „საქართველოს მთავრობა ვანუატუს განიხილავს როგორც უაღრესად …