civil.ge
საია: „სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მიზნით იყენებდნენ“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში 2018 წელს ჩატარებული ინსპექტირების შესახებ მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს და წინასაარჩევნოდ ინსპექტირების მექანიზმის ხმების შესაძლო მობილიზებისთვის გამოყენებაზე მიუთითებს. ორგანიზაციის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული მოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს განათლების სამინისტროში საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ …