Placeholder canvas
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.2 მლრდ აშშ დოლარი იყო

„საქსტატის“ მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 34.9 %-ით ნაკლებია.

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 277.9 მილიონი აშშ დოლარი – ფინანსურმა სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერო – 209.9 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 157.2 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 142.3 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 103.6 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 90 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 72.3 მლნ აშშდოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 66.7 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა და თევზჭერა – 15.9 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვის სფერო – 13.2 მლნ აშშ დოლარი.

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა -240 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ აზერბაიჯანიდან მოიზიდა. მას მოჰყვება გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული კომპანიები – 203.7 მლნ, 167.9 მლნ და 103.7 მლნ აშშ დოლარით შემდეგ მოდის პანამა – 74.7 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 72.3 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 65.4 მლნ აშშ დოლარი; სამხრეთ კორეა – 63.2 მლნ აშშ დოლარი და რუსეთის 60.1 მლნ აშშ დოლარი.

„საქსტატმა“ 2018 წლის მეოთხე კვარტლის წინასწარი მონაცემებიც გამოაქვეყნა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 197.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 62.3%-ით ნაკლებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button