civil.ge
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ 3.5 %-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 %-ით გაიზარდა. ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 …