ახალი ამბები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ 3.5 %-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 %-ით გაიზარდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8 % იყო.

მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button