civil.ge
საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს იხსენებენ
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსულმა ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ თბილისზე კონტროლი დაამყარა. საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, მთავრობას ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიებების ორგანიზება დაავალა. პრეზიდენტმა …