civil.ge
გუნდში არსებული კრიზისის განსამუხტად, ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების მცირე ჯგუფებს ხვდება
მმართველ გუნდში არსებული კრიზისის დასაძლევად, პარტია ქართული ოცნება-დემოკარტიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების მცირე ჯგუფებს ხვდება. ამის შესახებ პარტიის მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიაში განმარტავენ, რომ ვინაიდან საკითხების დეტალური განხილვა უმრავლესობის ფორმატში ვერ ხერხდება, პარტიის თავმჯდომარესთან დეპუტატთა მცირე ჯგუფების შეხვედრები დაიგეგმა. „შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები …