civil.ge
მამუკა ხაზარაძე: „მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან“
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე TBC ბანკიდან მიდის. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ხაზარაძემ განმარტა, რომ ბანკი „შეტევის ქვეშ იმყოფება“, რის გამოც საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მლნ დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად იზარალა ქვეყანამაც. „ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყევტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან …