civil.ge
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა, წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით გაიზარდა და 826.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის იანვარში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.2 %-ით გაიზარდა და 238.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მოცულობა 1.1 %-ით შემცირდა …