რესპუბლიკის ამბები

1919: თბილისში ღამის 12-დან დილის 5:30-მდე ქუჩაში გასვლა იკრძალება

„საქართველოს რესპუბლიკა“, N35, 13 თებერვალი, 1919 წ.

სავალდებულო დადგენილება

ტფილისისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორისა, თანახმად წესდებისა იმ ადგილებზე, სადაც გამოცხადებულია სამხედრო წესები.

  1. ადრე გამოცემულ სავალდებულო დადგენილებათა შესაცვლელად, საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ აკრძალულია ყოველგვარი მოძრაობა და ქუჩაში სიარული ღამის 12 საათის შემდეგ – ვიდრე 5 ½ საათამდე, ჩემდამი რწმუნებული საგენერალ-გუბერნატოროში, თუ ამაზე არ იქნება განსაკუთრებული ნებართვა.
  2. ყველა თეატრები, კლუბები და სხვა გასართობი და სავაჭრო დაწესებულებანი უნდა დაიხუროს სწორედ ღამის 11 საათზე.
  3. ყველა ადრე მიცემული ნებართვა, ღამის 12 საათის შემდეგ ქუჩაში მიმოსვლის შესახებ, გაუქმებულათ ითვლება. ახალ ნებართვებს ვიძლევი მე და ქალ. ტფილისის მილიციის უფროსი.
  4. ქალაქ ტფილისის ყველა მოქალაქეთ ევალებათ თან იქონიონ თავისი პასპორტები  (პიროვნების მოწმობები) მიწერილი იმ კომისარიატებში, რომელშიაც სცხოვრობენ. მილიციის მოხელეების პირველი მოთხოვნილებისამებრ, მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მათ თავის პიროვნების მოწმობა.
  5. ამ სავალდებულო დადგენილების დამრღვევნი დაისჯებიან ადმინისტრატიული წესით ციხეში დაპატიმრებით 1 ½ წლამდე ან დაჯარიმებით 10 000 მანეთამდე.
  6. ეს სავალდებულო დადგენილება შედის ძალაში დღიდან მისი გამოქვეყნებისა.

გენ. გუბერნატორი შ. მაღლაკელიძე

12 თებერვალი 1919 წ.

ქალ. ტფილისი

მსგავსი/Related

Back to top button