პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავღანეთს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 თებერვალს ავღანეთს ესტუმრა, სადაც ნატოს მისიაში მომსახურე ქართველ სამხედროებს, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობას შეხვდა. „ვამაყობ ჩვენი ქართველი ჯარისკაცებით, რომელთაც ნატოს კოალიციის მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში ავღანეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. … ვრცლად პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავღანეთს სტუმრობდა