civil.ge
საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-9 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, სადაც 6 თებერვალს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და კანონმდებლებს შეხვდა. მინისტერიალის შემდეგ, ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ „საქართველო როგორც აშშ-ის უახლოესი პარტნიორი და კოალიციის წევრი მზად არის …