ახალი ამბები

ენგურის გამშვები პუნქტი გაიხსნა

5 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, რითაც რეგიონის მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოში გადასვლის საშუალება მიეცათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება აღდგა.

სოხუმმა გამშვებ პუნქტზე შეზღუდვა ერთი თვის წინ დააწესა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულმა არასახარბიელო ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ განაპირობა“.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ იმავე მიზეზით მიღებული იდენტური გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button