civil.ge
OPIC ფოთში ინვესტირებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) Pace Group-ს ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობის მიზნით, 50 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო. OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ „ეს ამბიციური პროექტი კიდევ ერთი ნიშანია იმ ძლიერი პარტნიორობისა, რომელიც OPIC-ს უკვე დიდი ხანია საქართველოსთან აქვს“ და რომ OPIC-ის ინვესტიცია Pace-ს ტერმინალში „აშშ-ის მთავრობის …