civil.ge
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს მშპ-ის ზრდა 4.8 % იყო
„საქსტატის“ მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6 %-ით გაიზარდა. ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილების, ასევე ტრასპორტის …