civil.ge
ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
25 ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ახალი მემარჯვენეები, შენების მოძრაობა, რესპუბლიკელები, ლეიბორისტები და თავისუფალი დემოკრატები 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამ მიზნით, მათ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გამართეს და საერთო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა …