ახალი ამბები

საქართველო გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულებს გლოვობს

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას მსხვერპლი მოყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა. რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი კი დაშავდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button