civil.ge
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
ნატოს სამხედრო კომიტეტმა 16 იანვარს საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის დროს თავდაცვის რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის პროგრესსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე იმსჯელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს სახელით ესწრებოდა, ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი …