civil.ge
პარლამენტს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მიმართეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში 15 იანვარს დაარეგისტრირეს. მედიასთან საუბარში ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მათ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადება მოსამართლეების შერჩევის „ხუთ აუცილებელ პრინციპს“ მოიცავს. „მთავარი ამ ხუთ …