civil.ge
ეკა ბესელია: „ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული“
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი ეტაპის მიზანი და ამოცანა, რომ „იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე“ მიღწეულია და ეს სწორედ მისმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. ბესელიას თქმით, ეს ყველაფერი „ამად ღირდა“. ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ახლა, უკვე მნიშნველოვანია, შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც …