civil.ge
საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების 13 შემთხვევა დარეგისტრირდა
საქართველოში გრიპის სეზონზე ღორის გრიპით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 10 იანვარს განაცხადა. დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგეენკომ აღნიშნა, რომ გრიპის სეზონის დაწყების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია 845 ადამიანს დასჭირდა. 44 ადამიანი ამ დრომდე ინტენსიური ზრუნვის განყოფილებებში რჩება. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, 100 000 ადამიანზე გრიპით დაავადების 256 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ეპიდემიის …