civil.ge
საქართველოს რესპუბლიკა ახალ 1919 წელს იმედებით ეგებება
„საქართველოს რესპუბლიკა“, N1, 1-ლი იანვარი, 1919 ახალი წელი ისტორიის წიგნს კიდევ ერთი ფურცელი მიემატა. ისტორიას ჩაბარდა მდიდარი 1918 წელი. ამ წელში შესწყდა საერთაშორისო სისხლის ღვრა. ამ წელში სავსებით დაინგრა და დანაწილდა რუსეთი. ამ წელში იშვა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ წელს მოხდა დიდი რევოლიუცია გერმანიაში, ავსტრო-ჰუნგრეთში, ამ წელს მრავალ ცვლილებათა პროცესი დაიწყო. ახალ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენათა …