civil.ge
თვითმმართველობა 1918: ქალაქ ზუგდიდში მთავრობა იმარჯვებს, ზუგდიდის ოლქში – ოპოზიცია
გაზეთი „ერთობა“, N282, 28 დეკემბერი, 1918წ. პროვინცია ზუგდიდი. საერობო არჩევნები ზუგდიდის მაზრაში დასრულდა. არჩევნებში სამი სია იყო გამომუშავებული. სია N1-ით გამოდიოდნენ სოც. დემოკრატები და სოც.ფედერალისტები. სია N2თ ერ.-დემოკრატები და N3 სოც. რევოლიუციონერები. აღსანიშნავია, რომ ს.-რევოლიუციონერებმა არჩევნების დროს უკვე გამოააშკარავეს თავისი ფიზიონომია. ის, რაც ანარქიის დროს ბათუმის აღების ჟამს თითქო გამოურკვეველი იყო, ეხლა გამოაშკარავდა. ყველა ის …