civil.ge
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ, ლევან შონიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან მისმა ადვოკატმა იზა კალატოზიშვილმა ისაუბრა. ადვოკატის განმარტებით, ყოფილი გუბერნატორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა“, რომელიც ონკოლოგიური …