civil.ge
შსს არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღიდან მოყოლებული და შემდგომ პერიოდში, გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 დეკემბერს გაავრცელა. უწყების განმარტებით, სისხლის სამართლებრივი დევნა სულ ორ საქმეზე დაიწყო. მათ შორის, პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სისხლის სამართლის …