Placeholder canvas
ახალი ამბები

ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა.

ერთი პირი, ოპოზიციის აქტივისტი – ქალაქ გარდაბანში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან დავით კირკიტაძესთან ერთად პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიდევ ორი პირი – გურჯაანის რაიონის მცხოვრებლები – ოპოზიციის აქტივისტზე შოთა დალაქიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს. ეს უკანასკნელი ველისციხის ინციდენტის დროს სცემეს. ოპოზიციის თქმით, თავდამსხმელები მმართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორმა პირმა დანაშაული უკვე აღიარა. მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (120-დან 180 საათამდე) ან 6-დან 12 თვემდე შინაპატიმრობა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button