civil.ge
ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრები განახლდა
სოფელ ერგნეთში 18 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 90-ე შეხვედრა გაიმართა. დღევანდელი შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სამი თვის წინ, ცხინვალის მონაწილეებმა წინა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოსური მხარის პროტესტის მიზეზი ინტერპოლის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება გახდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ …