civil.ge
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ თანამდებობის პირებს პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2004 წელს პოლიციის მიერ დაკავების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები 18 დეკემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ უფროსს …