civil.ge
სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა
16 დეკემბერს, თელავში, ბატონის ციხეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო. ქვემოთ მოცემულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვის სრული ტექსტი: „მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! მოგესალმებით, უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ერის სულიერო წინამძღოლო! მივესალმები პატივცემულ სტუმრებს! მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! მოგესალმებით, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო! მეტადრე თქვენ, ვინც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამობრძანდით …