civil.ge
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 46-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 46-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართა. თბილისის პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე. განცხადების თანახმად, საქართველოს მონაწილეებმა ისაუბრეს „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე …