civil.ge
ელჩი არენსი: საქართველომ ჩვენი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს
28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40.48 % მოაგროვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მეორე ტური შეაფასეს როგორც კონკურენტული, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში რიგ ხარვეზებსაც გაუსვეს ხაზი. დამკვირვებლების თქმით, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, …