civil.ge
საქართველოს პირველი რესპუბლიკა დამოუკიდებლობის 6 თვეს აღნიშნავს
(„სახალხო საქმე“, N399, 3 დეკემბერი, 1918 წელი) საერო დღესასწაული კვირა, დეკემბრის 1. დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ექვსი თვის თავზე საქართველოს პარლამენტში გაიმართა სადღესასწაულო სხდომა. მთელი დარბაზი სადღესასწაულოდ არის მორთული: პრეზიდიუმის ტრიბუნა, მინისტრთა მაგიდა, უცხოელთა ლოჟა და მთავრობის წარმომადგენელთა სკამები ყვავილებით არის მორთული. პრეზიდიუმის მაგიდასთან კედელზე აღმართულია ეროვნული დროშა. პარლამენტის წევრების მკერდს ამშვენებს მიხდის ფერი ყვავილი. …