civil.ge
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა
ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს. ამ მიზნით, ის ქართულ ოცნებას კონსულტაციებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს. შესაბამისი მოთხოვნები გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 2 დეკემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გაახმოვანა. მისი შეფასებით, „28 ნოემბერს ჩვენ გვქონდა ძალადობა და შანტაჟი, მოსყიდვა, პირადობის მოწმობების გაყალბება, პირადი ინფორმაციის …