civil.ge
სოხუმი და ცხინვალი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა „დადებითი საფუძველი შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის საწარმოებლად“, იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც „აფხაზეთსა და საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში“ შუამავლის როლს ასრულებენ. „აფხაზმა ხალხმა უპირობოდ აირჩია დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზა და სწორედ ამ ფუნდამენტური გარემოებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ რესპუბლიკასთან …