civil.ge
ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნებს „დემოკრატიისთვის გამარჯვებად“ აფასებს
„საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში გაიმართა, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილს „დამაჯერებელი“ გამარჯვება მიულოცა. მან ამომრჩევლებს „მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის“, დამკვირვებლებს არჩევნების ინტენსიური მონიტორინგისთვის, ხოლო პოლიციას საკუთარი მოვალეობების „სანიმუშოდ შესრულებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „დღეს მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა …