Placeholder canvas
ახალი ამბები

სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

პანკისის სათემო რადიოს Way-ის 29 ნოემბრის ინფორმაციით, სირიაში საქართველოს მოქალაქე ადამ გუმაშვილი დაიღუპა.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის გუმაშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 2013 გაემგზავრა, 28 ნოემბერს დაიღუპა, აცხადებს პანკისის სათემო რადიო მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით.

მათივე მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 31 პანკისელი ემსხვერპლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სირიაში სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების მხარეს საქართველოს 15 მოქალაქე იბრძვის. 2015 წელს, მათი რიცხვი 50-ს შეადგენდა.

სუს-ის განმარტებით, სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საქართველოს 43 მოქალაქე დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button