civil.ge
უბნების 80 % დათვლილია: სალომე ზურაბიშვილი 59.7 %, გრიგოლ ვაშაძე 40.3 %
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, უბნების 80.3 %-ის (3 705-დან 2 977) დათვლის შედეგად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.7 % (911 500 ხმა), ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40.3% (615 376) მიიღო. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელმაც პირველ …