Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

უბნების 80 % დათვლილია: სალომე ზურაბიშვილი 59.7 %, გრიგოლ ვაშაძე 40.3 %

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, უბნების 80.3 %-ის (3 705-დან 2 977) დათვლის შედეგად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.7 % (911 500 ხმა), ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40.3% (615 376) მიიღო.

ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელმაც პირველ ტურში 615 624 ხმა მიიღო, თუმცა არასახარბიელო შედეგია გრიგოლ ვაშაძისთვის, რომელმაც პირველ ტურში 601 188 ხმა მიიღო და მოსალოდნელი იყო, რომ სხვა პარტიების ამომრჩევლებისგან მეტ ხმას მიიღებდა.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ხმა ჯამში 1 975 845 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. პირველ ტურში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო (46.74 %).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button