Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ცესკო – წინასწარი შედეგები: სალომე ზურაბიშვილი 57.98 %, გრიგოლ ვაშაძე 42.02 %

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 57.98 % (404 054ხმა) მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 42.02 % (292 853).

ცესკოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 1 610 უბანია დათვლილი, რაც უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 43.45 %-ია.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება და განახლებული მონაცემები საზოგადოებისთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდება. ხმის მიცემის პროცესი უცხოეთში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button