Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ცესკო: 17 საათისთვის ხმა ამომრჩევლის 47.31 %-მა მისცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 662 453 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 47.31 %-ია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 38.16 % (1 337 284 ამომრჩეველი) იყო.

ცესკოს განმარტებით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 58 % ქედის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 37 % წალკაში.

რაც შეეხება თბილისს, აქ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 52 % ვაკის საარჩევნო ოლქში იყო, ყველაზე დაბალი 41.5 % კი ისანში.

მეორე ტურისთვის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button