civil.ge
არასამთავრობოები საარჩევნო პროცესს აფასებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება „კენჭისყრის ფარულობის დარღვევა“ და თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეინიშნება საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, რომელიც არჩევნების მეორე ტურს 350 დამკვირვებლით 300 საარჩევნო უბანზე უწევს მონიტორინგს, ამ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად …