civil.ge
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
დღეს, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოს მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს, რაც პირველ ტურთან შედარებით 9 781ამომრჩევლით მეტია. აქედან,14 929 ამომრჩეველი საზღვარგარეთაა დარეგისტრირებული. 39 სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ 55 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ადგილობრივი დროით ზუსტად დილის 8 საათზე დაიწყება და ღამის 12 საათზე დასრულდება. ცესკოს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები …