ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: ძირითადი მოვლენები

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც ხმების 50 %-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოაგროვა. ორმა მთავარმა კონკურენტმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ხმების 38.64 % და 37.74 % მიიღეს. მათ შორის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

ქვემოთ მოცემულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე განვითარებული ძირითადი მოვლენების ჩამონათვალი.

  • 28 ოქტომბერი – ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძე დამარცხება აღიარა და მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა;
  • 29 ოქტომბერი – თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ახა კალაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ხელისუფლებისთვის;
  • 30 ოქტომბერი – სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პრესისთვის პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ის მეორე ტურში იბრძოლებს. მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს, რომ საქართველო რუსეთის და გრიგოლ ვაშაძის ხელში აღმოჩნდეს;
  • 30 ოქტომბერი – ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება და წინასაარჩევნოდ საეთერო ბადეს ცვლის;
  • 30 ოქტომბერი – მმართველი პარტიის დეპუტატები მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობის შესახებ ალაპარაკდნენ;
  • 30 ოქტომბერი – ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის პრეზიდენტს შეწყალებისთვის არ მიმართავს;
  • 31 ოქტომბერი – ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურისთვის სტრატეგიის მომზადების მიზნით, პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები დაიწყო;
  • 2 ნოემბერირესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ის მეორე ტურში მხარს ვაშაძის კანდიდატურას დაუჭერს;
  • 2 ნოემბერი – პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მარიხუანის მოყვანისა და კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს;
  • 4 ნოემბერიგრიგოლ ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისში გამართული შეხვედრით განაახლა. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, ასევე ევროპული საქართველოს და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები დაესწრნენ;
  • 5 ნოემბერიბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში ხელისუფლების შეცდომებს გამოასწორებს. მან ქართული ოცნების „ძველ გვარდიას“ მოუწოდა, რომ ზურაბიშვილის კამპანიას შეუერთდნენ;
  • 7 ნოემბერი – პოლიტიკური ლიდერებისა და მოქალაქეების ჯგუფებმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით და გრიგოლ ვაშაძის შესაძლო არჩევის წინააღმდეგ, თბილისში ორი დამოუკიდებელი აქცია გამართეს თბილისში. მმართველ პარტიასთან ასოცირებულმა ჯგუფებმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციები ქვეყნის მასშტაბითაც გამართეს;
  • 8 ნოემბერი – პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პროგრამების დაფინანსებას ზრდის და სამსახურის დაწყების შემთხვევაში, მოქალაქეს ეს დახმარება მომდევნო ერთი ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება;
  • 8 ნოემბერიარასამთავრობო ორგანიზაციებმა სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაგმეს და აღნიშნეს, რომ ეს „საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის ხასიათს“ ატარებს და „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს“;
  • 8 ნოემბერი – სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია განაახლა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ჩავიდა;
  • 8 ნოემბერი – გადამდგარმა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რომელიც 2009-2012 წლებში გაერთიანებული შტაბის მეთაური იყო, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მოქმედმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ „ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“;
  • 12 ნოემბერი – სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში, მან და მისმა შვილებმა „სიცოცხლის მოსპობის მუქარის“ შემცვლი ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს. მისი თქმით, მუქარის ავტორები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან. ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს;
  • 14 ნოემბერი – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშნა, მიუხედავად ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკისა;
  • 15 ნოემბერი – რიგი ახალი ბილბორდები განთავსდა და ახალი ვიდეო კლიპები გავრცელდა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილმა, მამუკა ბახტაძემ, კახა კალაძემ, დავით სერგეენკომ და ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლეს. მმართველმა პარტიამ ეს ცვლილება მეორე ტურის წინ თავისი ახალი სტრატეგიით ახსნა;
  • 19 ნოემბერი – პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერებათ. არასამთავრობოებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს;
  • 19 ნოემბერი – არასამთავრობოები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამომრჩეველთა დაშინების „უპრეცედენტო“ ფორმებზე საუბრობენ;
  • 20 ნოემბერი – პროკურატურამ არასამთავრობოების ბრალდებების შემდეგ ყალბი პირადობების დამზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
  • 20 ნოემბერი – ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ სატელევიზიო ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბიშვილის კანდიდატურის დამსახურებებზე ისაუბრა;
  • 21 ნოემბერი – ცესკომ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ორ ტურს შორის თითქმის 10 000 ამომრჩევლით გაიზარდა;
  • 23 ნოემბერი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატები არჩევნების შედეგებს დაეთანხმებიან;
  • 25 ნოემბერი – პატრიოტთა ალიანსმა ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ თბილისში აქცია გამართა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. თბილისის აქციამდე ორი დღით ადრე, პარტიამ უფრო მცირე მასშტაბის აქცია ბათუმში გამართა;
  • 26 ნოემბერი – ავღანეთში განთავსებულმა ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა;
  • 26 ნოემბერი – ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარდაჭერა ზურაბიშვილს გამოუცხადა და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის „უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე“ რეჟიმი გააკრიტიკა;
  • 27 ნოემბერი – პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას მიმართა და „თავისუფალი, გამჭირვალე და დემოკრატიული“ არჩევნების ჩატარების პირობა დადო. „დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button