civil.ge
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა
ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა 26 ნოემბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებისთვის ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, …