civil.ge
1918: რესპუბლიკა სამაჰმადიანო საქართველოს შემოერთების მოლოდინში
(გაზეთი „საქართველო“, N224, ნოემბრის 22, 1918) სამაჰმადიანო საქართველო ევროპის ომის ცეცხლი თანდათან ჰქრება, მაგრამ დაქრობილ ცეცხლზე უფრო ანათებს ახალი ალი ეროვნულ რევოლუციების და ხალხთა თავისუფლებისა. ბერლინის და პარიზის ქუჩებზე მანიფესტაციებს ერთნაირი სიხარულის და გამარჯვების ელფერი აქვთ. თუ ფრანგები ელზას-ლორენის შეერთებას დღესასწაულობენ, გერმანელები რესპუბლიკის მოპოებასთან ერთად გერმანული ავსტრიის შემოერთებას შეჰხარიან. ევროპაში არ დარჩენილა არც ერთი ეროვნება, …