civil.ge
გაერთიანებული ოპოზიცია მის აქტივისტებზე თავდასხმების და ძალადობის შესახებ იტყობინება
გაერთიანებული ოპოზიციის განაცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებული მეორე ტურის წინ, მათ აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე ძალადობის შემთხვევებმა იმატა. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ბრალდებებს წინ ძალადობის ორი შემთხვევა უძღოდა. ერთი შემთხვევა ონის მუნიციპალიტეტში 22 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი კოორდინატორი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს, ხოლო მეორე შემთხვევას 23 ნოემბერს გურჯაანის რაიონში ჰქონდა ადგილი, როდესაც ოპოზიციის ადგილობრივი კოორდინატორის …