civil.ge
პუტინი სოჭში აფხაზეთის ლიდერს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 21 ნოემბერს სოჭში აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა და სოხუმთან მოსკოვის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილა. პრესისთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში, პუტინმა განაცხადა, რომ სოხუმთან ურთიერთობებს „განსაკუთრებული, სტრატეგიული და სამოკავშირეო ხასიათი აქვს“. „ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა არცთუ დიდი ტემპით - 5% გასულ წელს და 2% 9-10 თვის განმავლობაში წელს“, - განაცხადა …