civil.ge
საქართველო-ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბრიუსელში ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა გამართეს
საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით და ევროკომისრებმა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ახალი ფორმატის უმაღლესი დონის პირველ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების რიგი საკითხების განხილვის შემდეგ, ევროკომისია და საქართველოს მთავრობა 25-ზე მეტი კონკრეტული ნაბიჯის,მეშვეობით თანამშრომლობის „შემდგომ გაძლიერებასა და გაფართოებაზე“ შეთანხმდნენ . დღეს გამართულ ბრიფინგზე …