civil.ge
კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ჩატაევის საქმეზე და საქართველოსთან ISIS-ის კავშირებზე საუბრობს
კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ 19 ნოემბერს გაზეთ „კვირის პალიტრას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში 2017 წლის ნოემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ისლამური სახელმწიფოს წევრის აჰმედ ჩატაევის გეგმებზე ისაუბრა. ჩიმაკაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახური 2015 წლიდან ჩატაევს კვალდაკვალ მას შემდეგ მიყვებოდა, რაც ის პანკისის მკვიდრის აიუფ ბორჩაშვილის დაკავების გამო საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრა. …