ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში

Tags

„საქსტატის“ მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.5 %-ით გაიზარდა და 10.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.5 %-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 19.2%-ით გაიზარდა და 7.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 4.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 18.6 %-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 599.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.1 %-იანი ზრდაა. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი, 20.9 %-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ტოლი გახდა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 27.4 %-ით გაიზარდა და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 43.7 %-ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.4%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, 1.4 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი 1.1 მილიონი, 903.4 მილიონი და 835.8 მილიონი აშშ დოლარით. მათ მოყვება: უკრაინა – 545.8 მილიონი აშშ დოლარით, სომხეთი – 508.7 მილიონი აშშ დოლარით, ამერიკის შეერთებული შტატები – 441.6 მილიონი აშშ დოლარით, გერმანია – 396.3 მილიონი აშშ დოლარით, ბულგარეთი – 362.2 მილიონით აშშ დოლარით და საფრანგეთი – 245.6 მილიონით აშშ დოლარით.

386 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის რუსეთი, სომხეთი და ბულგარეთი 351.9 მილიონი, 226 მილიონი და 208.9 მილიონი აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანია, 1.2 მილიარდი, 776.9 მილიონი, 721.6 მილიონი და 449.8 მილიონი აშშ დოლარით.

2018 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 423.9 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო (მთლიანი ექსპორტის 15.4 %). შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 316.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.5 %); ფეროშენადნობები – 301.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11 %); ღვინო – 157.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.7 %); სამკურნალო საშუალებები – 120.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.4 %); სიგარეტი – 117 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.3 %); სპირტიანი სასმელები – 108.9 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4 %); მინერალური წყლები – 89.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.3 %); აზოტოვანი სასუქები – 78.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.9 %); ოქრო – 61 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.2 %); დანარჩენი საქონელი – 976.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 35.5 %).

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 730 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია (მთლიანი იმპორტის 9.7 %). შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 492 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 6.5 %); სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 338.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4.5 %); სამკურნალო საშუალებები – 271.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 3.6 %); ნავთობის აირები – 214.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 2.8 %); სატელეფონო აპარატები – 159 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 2.1 %); სიგარეტები – 138.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.8 %); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 117 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.5 %); ხორბალი – 106 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.3 %); აირის ტურბინები – 82.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.1 %); დანარჩენი საქონელი – 4.9 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 65 %).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button